რუმინეთის საგარეო უწყება - მოვუწოდებთ რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება
მოვუწოდებთ რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„რუმინეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარება და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.