რუმინეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბოგდან აურესკუ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს
რუმინეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბოგდან აურესკუ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.
„პატივია, რომ დღეს აგირჩიონ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ. 117 ხმით და გაერო-ს უშიშროების საბჭოს ცხრა ხმით, პირველი რუმინელი, რომელიც ამ ფუნქციას შეასრულებს. მადლობა გაერო-ს ქვეყნებს ნდობისთვის”,- წერს აურუსკუ.
როგორც გაერო-ს ოფიციალური საინფორმაციო სამსახური წერს, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან წარდგენილები იყვნენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი, კირილ გევორგიანი და რუმინელი ბოგდან აურესკუ. მათივე ცნობით, აურესკუს გენერალური ასამბლეის 117 წევრმა მისცა ხმა, ხოლო რუსმა კანდიდატმა 77 ხმა მიიღო.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ნიკოლაი გნატოვსკიმ განაცხადა, რომ აურესკუს არჩევით, ჰააგის იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოში „პირველად არ იქნება საბჭოთა/რუსი მოსამართლე“.