რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთის თავდასხმები რუმინეთის საზღვრებთან, უკრაინის სამხრეთ პორტებზე სამხედრო დანაშაულია
რუსეთის თავდასხმები რუმინეთის საზღვრებთან, უკრაინის სამხრეთ პორტებზე სამხედრო დანაშაულია, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცა ოდობესკუმ უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა.
რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების უკრაინაში ჩასვლა მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია.
ოდობესკუმ აღნიშნა, რომ ზოგიერთი პორტი, რომელიც რეგულარულად ექვემდებარება საჰაერო თავდასხმებს, მდებარეობს რუმინეთის ტერიტორიის მახლობლად, დუნაის მეორე მხარეს და რომ რუმინეთში უკვე ნაპოვნია რუსული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები.
„ის, რასაც რუსეთი აკეთებს ჩვენს საზღვართან, ძირს უთხრის უკრაინის ეკონომიკას, სასურსათო უსაფრთხოებას, მათ შორის გლობალურ დონეზე და სამოქალაქო ნავიგაციას შავ ზღვაში“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრმა.