რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ე.წ. გაყინული კონფლიქტების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შექმნის ინიციატივით გამოვიდა
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ე.წ. გაყინული კონფლიქტების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
ბოგდან აურესკუმ ეს განცხადება ლისაბონში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა.
აურესკუს განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში გაჭიანურებული კონფლიქტები მთელი რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას ემუქრება და შესაბამისად, ეს საფრთხეს წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.
დისკუსიის ფარგლებში რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, საქართველოს, უკრაინას, მოლოდვასა და ევროკავშირს შორის კონფლიქტების დარეგულირებაზე დიალოგი გაღრმავდეს. ამ მიზნით აურესკუ სპეციალური ფორმატის შექმნასაც არ გამორიცხავს.