რუმინეთი მხარს უჭერს იმ მექანიზმის მიღებას, რომლითაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, მათ შორის საქართველო, „კოვიდ-19“-ის ვაქცინებს უფრო სწრაფად მიიღებენ
რუმინეთი მხარს უჭერს იმ მექანიზმის მიღებას, რომლითაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, მათ შორის საქართველო, „კოვიდ-19“-ის ვაქცინებს უფრო სწრაფად მიიღებენ

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუმინეთი მხარს უჭერს იმ მექანიზმის მიღებას, რომლითაც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, უფრო სწრაფად და მარტივად მიიღებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს.

ამის შესახებ განცხადება ბოგდან აურესკუმ ბრიუსელში ევროკავშირის საგარაეო საქმეთა მინისტრების შეხვდრის დაწყებამდე გააკეთა.

„რუმინეთი მხარს უჭერს იმ მექანიზმის მიღებას, რომელიც დასაველთ ბალკანეთის ქვეყნებს, და ასევე აღმოსაველთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის მიერ მიწოდებული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით სარგებლობის საშუალებას მისცემს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ევროკავშირი ვერ იქნება უსაფრთხო და ჯანსაღი, თუ მისი მეზობლები არ იქნებიან დაცულები და ჯანმრთელები“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.