რუმინეთის რამდენიმე ქალაქში კორონავირუსის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გაიმართა
რუმინეთის რამდენიმე ქალაქში კორონავირუსის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გაიმართა

რუმინეთის რამდენიმე ქალაქში კორონავირუსის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ბუქარესტის ცენტრში კოვიდრეგულაციების გასაპროტესტებლად ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყეს მთავრობის შენობამდე. აქციაზე პოლიციამ პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის ერთი ადამიანი დააკავა.

სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები შედარებით მცირერიცხოვანი იყო. დემონსტრაციები ორგანიზებული იყო ულტრამემარჯვენე პარტია AUR-ის მიერ, რომელიც პანდემიის განმავლობაში შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდის და ვაქცინაციის წინააღმდეგ პროტესტებს უჭერს მხარს.