რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობები გააფორმებენ დოკუმენტს, რომელიც ეფუძნება ამ ქვეყნების ინტერესებს და უკავშირდება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას
დოკუმენტი, რომელსაც აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობები მოაწერენ ხელს, ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია ნათქვამი.
რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კოტროჩენის სასახლეში ხელმოწერის ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრება.
შეთანხმებას ხელს აწერენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაე ჩუკა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.
„ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.
შავი ზღვის გავლით წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი არის ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილი, ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი“, – აღნიშნულია რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.