რუმინეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა
რუმინეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

რუმინეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. როგორც აღინიშნა, ამის მიზეზი პრემიერ-მინისტრ ფლორინ კიცუს კოვიდპანდემიასთან არაფექტური ბრძოლა გახდა.

კიცუ მინისტრთა კაბინეტს დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ჩაუდგა სათავეში. მისი პოლიტიკა პანდემიის წინააღმდეგ არაეფექტური აღმოჩნდა. დღეს, ევროპის მასშტაბით, ვაქცინაციის პროცესი რუმინეთში ყველაზე დაბალია.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატორი ამჯერად სოციალ-დემოკრატიული პარტია იყო. მანამდე რუმინელთა ერთიანობის კავშირის ინიციატივა დაბლოკეს.