რუმინეთის მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების გამო, კომენდანტის საათის ამოქმედებას აპირებს
რუმინეთის მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების გამო, კომენდანტის საათის ამოქმედებას აპირებს.
ახალი წესები 25 ოქტომბრიდან ამოქმედდება.
გამკაცრდება სხვა რეგულაციებიც. კერძოდ დახურულ საჯარო სივრცეებში შესვლა მხოლოდ კოვიდპასპორტებით იქნება შესაძლებელი. ამასთან ერთად, აიკრძალება დასასვენებლად ბავშვების ორ კვირაზე მეტი ხნით გაგზავნაც. მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან, ქუჩაში და დახურულ სივრცეებშიც პირბადე ატარონ.
ახალი შეზღუდვები რუმინეთის მთავრობამ 22 ოქტომბერს დაამტკიცა.
რუმინეთში კორონავირუსის გავრცელების ყოველდღიური მაჩვენებელი რეკორდულია, რის გამოც ჯანდაცვის სექტორი გადატვირთულია. რუმინეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობით ბოლო ადგილზეა.