რუმინეთის მმართველი პარტიის ლიდერს 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რუმინეთის მმართველი პარტიის ლიდერს 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

რუმინეთის მმართველი პარტიის ლიდერს 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ლივიუ დრაგნეა თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დამნაშვედ ცნეს. კერძოდ, მაღალჩინოსანს ორი თანაპარტიელის უკანონო დასაქმებაში ადანაშაულებდნენ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მის მიერ სოციალურ სააგენტოში დასაქმებულ ორ ქალს სამსახურში საერთოდ არ უვლია და ხელფასს ისე იღებდნენ. დრაგნეას წინააღმდეგ საქმე 2016 წელს აღძრეს, ხოლო სასამართლო პროცესი 2017 წლის იანვრიდან მიმდინარეობს.

ანტიკორუფციული სააგენტო დრაგნეასთვის 10-წლიან პატიმრობას ითხოვდა.