რუმინეთის ჩემპიონატის მატჩი 26:1 დასრულდა
რუმინეთის ჩემპიონატის მატჩი 26:1 დასრულდა

რუმინეთის ჩემპიონატის მეოთხე დივიზიონის მატჩი „აკადემია რაპიდსა“ და „ვენუს 1914“-ს შორის 26:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი სტუმარმა „ვენუს 1914“-მა მაშინ გაიტანა, როდესაც ანგარიში 26:0 იყო.

რუმინეთის ჩემპიონატის მეოთხე დივიზიონი რამდენიმე ზონად არის გაყოფილი. აღნიშნული შეხვედრა ბუქარესტის ჩემპიონატის რანგში იმართებოდა.

„აკადემია რაპიდი“ დივიზიონის ლიდერია (14 მატჩი, 12 მოგება, 2 ფრე, ბურთების შეფარდება – 75:5), „ვენუს 1914“ – მთავარი აუთსაიდერი (13 მატჩი, 13 წაგება, ბურთების შეფარდება – 12:117).