რუმინეთის არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს, თუმცა ქვეყანაში სავარაუდოდ მეორე ტური ჩატარდება
რუმინეთის არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს, თუმცა ქვეყანაში სავარაუდოდ მეორე ტური ჩატარდება

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი ლიდერობს, თუმცა ქვეყანაში სავარაუდოდ მეორე ტური ჩატარდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, კლაუს იოჰანისმა ხმათა 38,7 პროცენტი მოიპოვა, მისმა ოპონენტმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიორიკა დენჩილამ კი 22 პროცენტი.

არჩევნების წინასწარი შედეგები სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის ჩატარდება ქვეყანაში მეორე ტური.