რუმინეთი უკრაინას მის მფლობელობაში არსებული „პეტრიოტის“ ოთხი სისტემიდან ერთს გადასცემს. გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ მიიღო.
როგორც საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება უკრაინაში ვითარების მნიშვნელოვნად გაუარესების გათვალისწინებით მიიღეს.
რუმინეთში განმარტავენ, რომ კიევს „პეტრიოტჭს“ იმ პირობით გადასცემენ, თუ რუმინეთი სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შედეგად ანალოგიურ ან სხვა მსგავს თავდაცვით სისტემას მიიღებს.