რუმინეთი საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გაშვებული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოვარდნას არ ადასტურებს
რუმინეთი საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გაშვებული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოვარდნას არ ადასტურებს.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუმინიცა ოდობესკუს განცხადებით, რუსეთის თავდასხმები ინფრასტრუქტურაზე სამხრეთ უკრაინაში საფრთხეს უქმნის მის ქვეყანას, მაგრამ ის უარყოფს, რომ აქამდე რაიმე საფრთხის შემცველი ინციდენტი ყოფილა. რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეტევები უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში უშლის ხელს.
4 სექტემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 4 სექტემბერს, ღამით უკრაინის პორტებზე თავდასხმის დროს რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული „შაჰედები“ დაეცა.