რუმინეთი 1.4 მილიონ დოლარს გაიღებს ნატო-ს ფონდისთვის, რომელიც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერას ისახავს მიზნად
რუმინეთი 1.4 მილიონ დოლარს გაიღებს ნატო-ს ფონდისთვის, რომელიც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ ნატო-ს გენერალურ მდივანსა და აღნიშნული ქვეყნების მეთაურებს ამ გადაწყვეტილების შესახებ წერილობითაც აცნობა.
აღნიშნული თანხიდან 300 ათასი დოლარი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის გამოიყოფა.