რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ექვსი პაციენტი რჩება.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, მათ შორის ოთხი კოვიდინფიცირებულია. რაც შეეხება ორ პაციენტს, ისინი რესპირატორული სიმპტომებითა და ცხელებით შეიყვანეს საავადმყოფოში.
ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, მომავალ კვირას კოვიდინფიცირებულ პაციენტებს განმეორებით ჩაუტარდებათ ტესტირება კორონავირუსზე.
რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გრძელდება გადამზიდების მომართვა. უკვე გამოკვლეულია 20-მდე ტრაილერის მძღოლი. ყველა პასუხი უარყოფითი.