რუხის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული პაციენტის გამოჯანმრთელებას ხვალისთვის ელოდებიან
რუხის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულ პაციენტს კორონავირუსზე შუალედური ტესტირება ჩაუტარდა. პასუხი უარყოფითია.
საავადმყოფოს მენეჯერის, ნინო აკობიას ინფორმაციით, პაციენტს ხვალ ისევ ჩაუტარდება განმეორებითი შუალედური ტესტირება და იმ შემთხვევაში, თუ პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, პაციენტი გამოჯანმრთელებული იქნება.
კოვიდდადასტურებული 58 წლის მამაკაცი 7 ივლისიდან მკურნალობს რუხის საავადმყოფოში. ის სატვირთო მანქანის მძღოლია და საზღვრის კვეთა ჰქონდა.
დადგენილი იყო მისი ორი კონტაქტი ზუგდიდში, ასევე მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შიდა ქართლის რეგიონში არსებული კონტაქტები.