რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას
რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 12 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, ოთხი პაციენტი დადასტურებული კოვიდინფიცირებულია. ისინი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან არიან. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დღეს კორონავირუსზე გამოიკვლიეს კლინიკის სამი პაციენტი და ექვსი სამედიცინო პერსონალი. ყველა პასუხი უარყოფითია.