რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი რჩება
რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი რჩება

​რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში პაციენტთა კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, რომ კლინიკაში ასევე იმყოფება ხუთი პაციენტი ცხელებითა და სხვადასხვა რესპირატორული ჩივილებით. მისი თქმით, მათგან ორს დღეს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება.

ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, დღეს შესაძლოა, კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დაემატოს რუხის საავადმყოფოს.

„გუშინ ჩაუტარდა შუალედური ტესტირება კორონავირუსით ინფიცირებულ 70 წლის მამაკაცს და პასუხი იყო ნეგატიური. დღეს განმეორებით ჩაუტარდება ტესტირება და თუ პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, პაციენტი გამოჯანმრთელებული იქნება და დატოვებს საავადმყოფოს“, – განაცხადა ქარცივაძემ.​

კოვიდინფიცირებულ 70 წლის მამაკაცს საზღვრის კვეთის ისტორია აქვს. ის 16 ივნისიდან მკურნალობს რუხის საავადმყოფოში.

რუხის საავადმყოფოს უკვე ჰყავს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 12 პაციენტი.