რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა, ირაკლი გვაზავამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რუხის საავადმყოფოს უკვე ცხრა გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.
ბოლო პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდა, მოზარდია ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან.
რუხის საავადმყოფოში სულ 13 კოვიდდადასტურებული პაციენტი იყო. ამ დროისთვის კლინიკაში ოთხი ინფიცირებული პაციენტი რჩება. ყველა მათგანი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდანაა.
გარდა ამისა, საავადმყოფოში 12 პაციენტია ცხელების ნიშნებით. მათ შორის ორს საზღვრის კვეთის ისტორია აქვს.