რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა
რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოს ახალი კორონავირუსისგან უკვე შვიდი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას დღეს კიდევ ერთი პირი შეემატა.
ამათან, ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, ამ დროისთვის რუხის საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით ექვსი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათ შორის ხუთი პირი ე.წ. სატვირთო ავტომობილის მძღოლის კლასტერიდან არის, ერთი კი, რუსეთის მოქალაქეა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.