რუხის საავადმყოფოში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას
რუხის საავადმყოფოში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას

რუხის საავადმყოფოში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ამ დროისთვის კლინიკაში ხუთი პაციენტი იმყოფება. მათ შორის ერთი კოვიდინფიცირებული 60 წლამდე მამაკაცია. ინფიცირებული პაციენტი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

დანარჩენი ოთხი პაციენტი ცხელებითა და სხვადასხვა რესპირატორული ჩივილით არის შეყვანილი საავადმყოფოში.

ამასთან, როგორც კლინიკაში აცხადებენ, „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდა 13 პირს, რომელთა შორისაც იყვნენ პაციენტები და ასევე მედპერსონალის წარმომადგენლები.

სწრაფი ტესტირება ჩაუტარდა 25 ტრაილერის მძღოლს. ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია.

დღეს იგეგმება კლინიკის პედიატრიულ განყოფილებაში შეყვანილი ორი პაციენტის ტესტირება.