რუხის საავადმყოფოში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
რუხის საავადმყოფოს მენეჯერის, ნინო აკობიას განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში სულ ორი პაციენტი იმყოფება.
„ერთი არის კოვიდინფიცირებული და ერთი მოზარდი ცხელებითა და სხვა რესპირატორული სიმპტომებით. კოვიდინფიცირებული 60 წლამდე მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელსაც საზღვრის კვეთა ჰქონდა. ის კლინიკაში 7 ივლისიდან მკურნალობს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს რუხის საავადმყოფოს მენეჯერმა, ნინო აკობიამ.
მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში „პისიარ“ ტესტირება ხუთ პირს ჩაუტარდა, მათ შორის ორი იყო პაციენტი, სამი – მფრინავი. ასევე სწრაფი ტესტი გაუკეთდა სატვირთო ავტომობილის 17 მძღოლს, ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია.