რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ნინო აკობიამ განუცხადა.
მისი თქმით, ექვსივე გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დატოვებს.
რუხის კლინიკაში გვიან ღამით ანაკლია – განმუხურის საკარანტინე სივრციდან ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გადაიყვანეს. ის ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია.
უახლოეს საათებში რუხის კლინიკაში კიდევ სამი კოვიდინფიცირებული პაციენტის შეყვანა იგეგმება.