რუხის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
რუხის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში 20 პაციენტი მკურნალობს. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

„20 პაციენტიდან 11 კოვიდინფიცირებულია. ცხრა ცხელების ნიშნებით არის მოთავსებული კლინიკაში. ყველას უტარდება შესაბამისი მკურნალობა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებს ქარცივაძე.

კორონავირუსით ინფიცირებულთაგან, რვა ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერიდანაა. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანია.