რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში საგრძნობლად გაიზარდა ცხელებითა და სხვადასხვა რესპირატორული ჩივილებით მოთავსებულ პაციენტთა რაოდენობა. ამ დროისთვის რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში 15 პაციენტი მკურნალობს. მათგან ოთხი დადასტურებული კოვიდინფიცირებულია. გუშინ ოთხივეს ჩაუტარდა განმეორებითი შუალედური ტესტირება კორონავირუსზე, ოთხივეს პასუხი იყო დადებითი და ისინი ისევ რჩებიან საავადმყოფოში. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს ტესტირება კორონავირუსზე ჩაუტარდებათ ცხელებით შეყვანილ პაციენტებს, ე.წ. ტრაილერის მძღოლებსა და ასევე, მედპერსონალს.
რაც შეეხება ოთხ დადასტურებულ კოვიდინფიცირებულს, მათ ტესტირება რამდენიმე დღეში უნდა ჩაუტარონ.