თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე, დაბა რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, დაღუპულია ერთი ქალი და ორი მცირეწლოვანი. ავარიისას დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ ხუთი ადამიანი. ისინი გორისა და თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
დაღუპულები და დაშავებულები სომხეთის მოქალაქეები არიან. შსს-ს ინფორმაციით, სომხეთის სანომრე ნიშნებით მოძრავმა ავტომობილმა სავარაუდოდ მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.