როტერდამში 16 წლის გოგონა კოლეჯის ველოსიპედების სადგომზე მოკლეს. წარმოშობით თურქ ჰუმეირა ოზს ყოფილმა მეგობარმა მამაკაცმა ესროლა. ინციდენტი გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოხდა.
პოლიციამ 31 წლის წარმოშობით თურქი მამაკაცი დააკავა. მოკლული გოგონას მეგობრები აცხადებენ, რომ ჰუმეირა ცოტა ხნის წინ დაშორდა მეგობარ მამაკაცს, რომელიც მას ამის შემდეგაც აწუხებდა.
BBC-ის ცნობით, კოლეჯში 300 ახალგაზრდა სწავლობს. ზოგიერთი მათგანი მკვლელობის თვითმხილველი გახდა. მომხდარის შემდეგ სკოლა თურქეთის კონსულმა მოინახულა. ქალაქის მერი აცხადებს. რომ სასწავლო დაწესებულება უსაფრთხოა და მსგავსი განზრახ მკვლელობის თავიდან არიდება რთულია.
ადგილობრივი მედია წერს, რომ მოკლული გოგონას მშობლებმა მათი შვილის ყოფილ მეგობარს ორი წლის წინ სასამართლოშიც უჩივლეს და ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. პოლიციაში დაადასტურეს, რომ მკვლელი პრობაციონერია.