როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა
როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
„აზოვში უპილოტო საფრენი აპარატის შეტევის შედეგად ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის“, – განაცხადა როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა დასძინა, რომ ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს.