„როსკომნადზორმა“ რამდენიმე რუსულ მედიასაშუალებას უკრაინასთან ომის შესახებ გარკვეული მასალის წაშლა მოსთხოვა
„როსკომნადზორმა“ რამდენიმე რუსულ მედიასაშუალებას უკრაინასთან ომის შესახებ გარკვეული მასალის წაშლა მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „რიანოვოსტი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, „როსკომნადზორი“ მედიას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ომად მოხსენიებას უკრძალავს და ითხოვს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა მედიამ სპეცოპერაციად მოიხსენიოს.
უწყების სიაში ათი მედიასაშუალებაა, მათ შორისაა „ეხო მოსკვი“, „დოჟდი“, „ნოვაია გაზეტა“, „მედიაზონა“, „ნიუ თაიმსი“ და სხვები.
„როსკომნადზორი“ მედიასაშაულებებს პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაბლოკვით და 5 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმით ემუქრება.