„როსავიაცია“ - რუსეთი შვეიცარიის მიერ ფრენის შეზღუდვაზე დაწესებულ სანქციებს ადეკვატური ზომებით უპასუხებს
რუსეთი შვეიცარიის მიერ ფრენის შეზღუდვაზე დაწესებულ სანქციებს ადეკვატური ზომებით უპასუხებს, – ამის შესახებ განცხადებას „სიენენი“ „როსავიაციის“ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შვეიცარიამ საჰაერო სივრცე დაუხურა რუსულ ხომალდებს. მათ შორის ჩარტერულ თუ კერძო თვითმფრინავებს. გამონაკლისია მხოლოდ ჰუმანიტარული და საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი რეისები.
შვეიცარიის გარდა, რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო საჰაერო სივრცე დაუხურა კიდევ 36-მა ევროპულმა ქვეყანამ.