როს უილსონი - ირაკლი კვარაცხელიას გატაცება და საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება არის აღმაშფოთებელი
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ირაკლი კვარაცხელიას გატაცება და საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება არის აღმაშფოთებელი და ადამიანის უფლებების დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ინციდენტი ასახავს რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს.
„სპეციფიკური შემთხვევა, როდესაც კვარაცხელია, როგორც ჩანს გაიტაცეს და პატიმრობის დროს საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, არის აღმაშფოთებელი და ჩანს როგორც ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევა. ეს ასახავს რუსეთის და საოკუპაციო ხელისუფლების ქმედებებს. მსგავსი ფაქტები მიზნად ისახავს საქართველოს დასუსტებას და სისტემისთვის ძირის გამოთხრას“ – აღნიშნა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
როს უილსონმა ასევე ისაუბრა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე.
„საოკუპაციო ხაზთან ინციდენტების გახშირება ჩვენს შეშფოთებას იწვევს. გვსურს, დავინახოთ სიმშვიდე და მსგავსი ინციდენტების შეწყვეტა. ასევე გვინდა, დავინახოთ სათანადო გამოძიება“ – განაცხადა როს უილსონმა.