როს უილსონი - მიმაჩნია, რომ ეუთო-სა და სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება, რაც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაკეთდა, ერთნაირი იყო, ჩვენ აღვნიშნეთ იმ ხარვეზებისა და პრობლემების შესახებ, რაც არჩევნების პერიოდში დაფიქსირდა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა განაცხადა.
მისი თქმით, ამის შესახებ ასევე ისაუბრეს ეუთო-ს მისიამ და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა.
„ანგარიშები, რაც ეუთო-მ და სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ წარმოგვიდგინეს, შეიცავს რეკომენდაციებს. მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციების შესრულება. ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ძალიან დიდ დროსა და ყურადღებას დავუთმობთ იმას, რომ ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან ზუსტად ამ პრობლემების აღმოფხვრასა და რეკომენდაციების შესრულებაზე“, – განაცხადა როს უილსონმა.