რონალდუს შემდეგ, „რეალში“ ყველაზე პოპულარული მოდრიჩის მაისურებია
რონალდუს შემდეგ, „რეალში“ ყველაზე პოპულარული მოდრიჩის მაისურებია

მადრიდის „რეალს“ ახალი გმირი ჰყავს. მას შემდეგ, რაც გუნდმა კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ გაყიდა, გულშემატკივრებს შორის ყველაზე პოპულარული მოთამაშე ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გახდა.

ხორვატის მაისურები ძალიან სწრაფი ტემპით იყიდება, იმის მიუხედავად, რომ ახალი სეზონისთვის ნომრები ჯერ არ არის ცნობილი. ყველაზე ცუდი რეალიზაცია კი ქარიმ ბენზემას მაისურებს აქვს.

„რეალის“ ბრიტანელ ფანებში პოპულარულია გარეტ ბეილის მაისური, ლათინოამერიკელებს შორის, კეილორ ნავასის, – წერს გაზეთი AS.

მოდრიჩი „რეალში“ 2012 წლიდან თამაშობს. 32 წლის ხორვატი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.