ესპანური რადიოს Onda Cero-ს ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ დარწმუნებულია, რომ შეძლებს 2017-18 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის მოპოვებას.
როგორც ირკვევა, პორტუგალიელმა თანაგუნდელებთან სანაძლეოც დადო, რომ მოიგებს პრიმერას ბომბარდირთა დავას.
მოგებულ თანხას რონალდუ ქველმოქმედებას მოახმარს.
ჯერჯერობით, კრიშტიანუს პრობლემები აქვს ესპანეთის ჩემპიონატში გოლების გატანის მხრივ – 11 ტურის შემდეგ, მის ანგარიშზე ერთადერთი გოლია. პრიმერას საუკეთესო ბომბარდირი კი ამ მომენტისთვის ლიონელ მესია – 12 გოლით.