რონალდუმ და ბენზემამ ანტირეკორდი დაამყარეს
რონალდუმ და ბენზემამ ანტირეკორდი დაამყარეს

მადრიდის “რეალის” ფორვარდებმა – კრიშტიანუ რონალდუმ და ქარიმ ბენზემამ ცუდი შედეგიანობის მხრივ, საკლუბო ანტირეკორდი დაამყარეს.

ესპანეთის ჩემპიონატის პირველი 12 ტურის შემდეგ, პორტუგალიელსა და ფრანგს თითო გოლი აქვთ გატანილი. მადრიდული კლუბის ისტორიაში თავდამსხმელების არც ერთ წყვილს არ ჰქონია ასეთი დაბალი შედეგიანობა სეზონის ამ ნაწილისთვის.

წინა ანტირეკორდი 1942-43 და 1984-85 წლების სეზონში იყო დამყარებული. ალონსო-ბოტელიასა და სანტილიანა-ბუტრაგენიოს დუეტებს 12 ტურის შემდეგ, სამ-სამი გოლი ჰქონდათ გატანილი.