რონალდოს დედა - რომ არა საფეხბურთო მაფია, კრიშს მეტი „ოქროს ბურთი“ ექნებოდა
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს დედას დოლორეს ავეირუს მიაჩნია, რომ მის ვაჟს „ოქროს ბურთის“ უფრო მეტჯერ მოგებაში ხელი საფეხბურთო მაფიამ შეუშალა.
„საფეხბურთო მაფია რომ არ არსებობდეს, მას უფრო მეტი „ოქროს ბურთი“ ექნებოდა. ისინი ასე არ მოიქცეოდნენ, კრიშტიანო ესპანელი ან ინგლისელი რომ იყოს. ეს ხდება იმიტომ, ის პორტუგალიელია. არ ვიცი, მიიღებს თუ არა წელს „ოქროს ბურთს“, მაგრამ მე ამის მჯერა“, – განაცხადა დოლორესმა გაზეთ „მარკასთან“ კომენტარში.
რონალდო ხუთჯერ ფლობდა „ოქროს ბურთს“ და ამ მაჩვენებლით ის „ბარსელონას“ კაპიტანს ლიონელ მესის უტოლდება. 2019 წელს ორივე ფეხბურთელი „ფრანს ფუტბოლის“ პრიზზეა ნომინირებული.