ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდინიოს შვილმა ჟოაო მენდეშმა „კრუზეიროში“ დაიწყო ვარჯიში. ის კლუბში კონკურსის წესით მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ 13 წლის ფეხბურთელმა შერჩევის დროს საკუთარი ვინაობა დამალა. მას არ სურდა, გუნდში მამის გავლენით მოხვედრილიყო. ჟოაო პოზიციით ცენტრალური თავდამსხმელია. ის ცაციაა. „კრუზეიროში“ ახალგაზრდა მოთამაშე ერთი წლის მანძილზე ივარჯიშებს, ხოლო 14 წლის რომ გახდება, უკვე ოფიცაილური კონტრაქტის გაფორმებასაც შეძლებს.