ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავი რონალდინიო ტურიზმის ელჩი გახდა. მისი მოვალეობა, ამიერიდან, ბრაზილიაში ტურისტების მოზიდვა იქნება. ვეტერანი სპორტსმენი მთელ რიგ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც მიზნად ქვეყანაში ვიზიტორთა ნაკადის გაზრდას ისახავს. ყოველივე ეს უცნაური არ იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი: რონალდინიოს ჩამორთმეული აქვს პასპორტი და ბრაზილიის დატოვება ეკრძალება.
ყოფილ ფეხბურთელსა და მის ძმას, გარემოსათვის ზიანის მიყენების ბრალდებით, სახელმწიფომ ჯარიმა დაკისრა, რომელიც დღემდე გადაუხდელია. შესაბამისად, რონალდინიოს ქონება დაყადაღებულია და მას თავისუფლად გადაადგილების უფლება შეზღუდული აქვს.