რონალდინიო მოედანზე არ გავიდა, სანამ 300 000 დოლარი მის ანგარიშზე არ აისახა
მექსიკის შტატ მორელოსში საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ლეგენდარულმა რონალდინიომ მიიღო, იუწყება ესპანური გამოცემა „მარკა“.
საინტერესოა, რომ თამაშის დაწყება 90 წუთით დაგვიანდა და ამის მიზეზი სწორედ ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდა. როგორც ირკვევა, შეთანხმების მიხედვით, მატჩის ორგანიზატორებს მისთვის 300 000 ამერიკული დოლარი უნდა გადაეხადათ და რონალდინიომ მოედანზე გასვლა არ ისურვა მანამ, სანამ ეს თანხა მის ანგარიშზე არ აისახა.
როდესაც პრობლემა მოაგვარდა, ფეხბურთელი სტადიონზე შეკრებილების წინაშე წარსდგა და მათ თბილი სიტყვებით მიმართა.
მატჩში ასევე მონაწილეობდა მექსიკის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კუაუტემოკ ბლანკო, რომელიც ამჟამად შტატ მორელოსის გუბერნატორია.