რონალდინიო - გაოცებული ვიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ ყალბი საბუთები მქონდა
ბრაზილიური და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა პარაგვაის ციხიდან გამოსვლის შემდეგ პირველი ინტერვიუ ჩაწერა.
რონალდინიო აცხადებს, რომ ყალბი საბუთები მისთვისაც სიურპრიზი იყო და ძალიან გაუკვირდა.
„გაოცებული დავრჩი, როცა აღმოვაჩინე, რომ ყალბი საბუთები მქონდა, – ციტირებს რონალდინიოს სიტყვებს ABC Color. – იმ წუთებიდანვე ჩვენ პარაგვაის ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობდით, რომ პრობლემაში გავრკვეულიყავით.
ეს დიდი დარტყმა იყო ჩემთვის. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი. მთელი ცხოვრება, მხოლოდ იმას ვცდილობდი, რომ პროფესიონალი ვყოფილიყავი და ჩემი თამაშით ხალხისთვის სიხარული მეჩუქებინა. ციხეშიც ფეხბურთს ვთამაშობდი. იქაურებმა ძალიან კარგად მიმიღეს“, – ამბობს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი.