რონალდინიო აგვისტოში ორ ქალზე დაქორწინდება
რონალდინიო აგვისტოში ორ ქალზე დაქორწინდება

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი რონალდინიო ორ ქალზე ერთდროულად დაქორწინებას აპირებს, – წერს ბრაზილიური გაზეთი O Dia. გამოცემის ინფორმაციით, საქორწინო ცერემონია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.

38 წლის ბრაზილიელის რჩეულები არიან – პრისცილა კოელიუ და ბეატრის სოუზე. კოელიუს ფეხბურთელი დიდი ხანია ხვდება, სოუზე კი მის ცხოვრებაში მხოლოდ 2016 წელს გამოჩნდა. ტრიო საზეიმოდ იქორწინებს ამერიკის ქალაქ სანტა მონიკაში, რადგან ბრაზილიაში მრავალცოლიანობა აკრძალულია. ქორწილი აგვისტოში შედგება.

აღსანიშნავია, რომ ფორვარდისთვის ეს პირველი ქორწილია. ორიათასიანების დასაწყისში, რონალდინიო მომღერალ ჟანაინა მენდეშს ხვდებოდა და მასთან ვაჟი ჰყავს.
ფეხბურთელმა კარიერა 2018 წლის იანვარში დაასრულა.