იტალიური პრესის ინფორმაციით, რომში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ უსაფრთხოების დაცვა მაქსიმალურად იქნება გამკაცრებული. უპირველესად, იტალიის დედაქალაქში ოფიციალურად აიკრძალება ალკოჰოლი, მისი მიღება და ტრანსპორტირება ქალაქის ქუჩებში. კანონი, რომელიც მხოლოდ სამი დღე იმოქმედებს, ასევე შეეხება უალკოჰოლო სასმელებს შუშის ბოთლებში. ამასთან, ალკოჰოლი ხელმისაწვდომი იქნება ბარებში.
რაიონებს, სადაც ლივერპულელი გულშემატკივრების მასობრივი თავშეყრაა მოსალოდნელი, პოლიცია გაძლიერებულად დაიცავს.
„ლივერპულსა“ და „რომას“ შორის პირველი მატჩის წინ იტალიური გუნდის ორმა გულშემატკივარმა „ლივერპულის“ ფანი მძიმედ დაჭრა, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია.