რომში პატარძლების საპროტესტო აქცია გაიმართა.
საქორწინო კაბებში გამოწყობილი ქალები კორონავირუსის პანდემიის გამო გამკაცრებულ უსაფრთხოების ზომებს აკრიტიკებენ.
რომში აკრძალულია ისეთი ხალხმრავალი ღონისძიებები, როგორიცაა დიდი ქორწილები.
დღევანდელი პერფორმანსის ორგანიზატორი იტალიის ქორწილების ასოციაციაა.