რომში, დიდთოვლობის გამო, ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა, დაიხურა სკოლები და ხელისუფლების მოთხოვნით, სამხედრო მოსამსახურეები გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოებში არიან ჩართულები.
იტალიის დედაქალაქში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი თოვლია. რაც შეეხება თებერვლის ბოლოს, წლის ამ პერიოდში რომში თოვლი ბოლოს ათწლეულების წინ მოვიდა, ამიტომაც ქალაქი მზად არ აღმოჩნდა მსგავსი დიდთოვლობისთვის და სხვა ქალაქებს მიმართა გზების გამწმენდი ეკიპაჟებით დასახმარებლად.
პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.