რომის სასამართლომ ალბანეთში მდებარე ცენტრებში მიგრანტების გადაყვანა უკანონოდ ცნო და ხელისუფლებას მათი იტალიაში დაბრუნება დაავალდებულა
რომის სასამართლომ ალბანეთში მდებარე ცენტრებში მიგრანტების გადაყვანა უკანონოდ ცნო და ხელისუფლებას მათი იტალიაში დაბრუნება დაავალდებულა

რომის სასამართლომ ალბანეთში მდებარე ცენტრებში მიგრანტების გადაყვანა უკანონოდ ცნო და ხელისუფლებას მათი იტალიაში დაბრუნება დაავალდებულა.

როგორც იტალიური მედია წერს, რომის სასამართლომ უკანონოდ ცნო იმ თავშესაფრის მაძიებელთა დაკავება, რომლებიც დროებით ალბანეთში მიგრანტთა ცენტრში გადაიყვანეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ალბანეთის ქალაქ გიადერის ცენტრში იმყოფება 12 მიგრანტი ბანგლადეშიდან და ეგვიპტიდან. ეს კი ის ქვეყნებია, სადაც მიგრანტების დაბრუნება უსაფრთხო არ არის.

ევროკავშირის სასამართლოს 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად, რომელსაც იტალიის სასამართლო ციტირებს, ქვეყანა უსაფრთხო ითვლება მაშინ, როდესაც მის ტერიტორიაზე ადამიანების დევნა, დისკრიმინაცია ან წამება არ ხდება.

ეგვიპტე, ბანგლადეში და ტუნისი ამ კრიტერიუმით უსაფრთხოდ არ ითვლება, ამიტომ მიგრანტები, რომლებიც თავშესაფარს იტალიაში ითხოვენ, არ შეიძლება,  ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაიყვანონ.

12 მიგრანტი, რომელიც იტალიელმა მეზღვაურებმა გადაარჩინეს, ამჟამად ალბანეთში, მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება. რომსა და ტირანას შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ისინი ამ დაწესებულებაში თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადების განხილვის პერიოდში დარჩებიან.