რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, ილოცონ საქართველოში დამანგრეველი მეწყრის შედეგად დაზარალებულებისთვის
რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, ილოცონ საქართველოში დამანგრეველი მეწყრის შედეგად დაზარალებულებისთვის

რომის პაპმა, ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა, ილოცონ საქართველოში დამანგრეველი მეწყრის შედეგად დაზარალებულებისთვის. ეს განცხადება ფრანცისკემ პორტუგალიაში ვიზიტისას გააკეთა. ინფორმაციას „ვატიკან ნიუსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიტყვით მიმართვისას, რომის პაპმა მხარდაჭერა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს.

სიტყვის დასასრულს პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ამ ტრაგიკულ ვითარებაში „საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის გვერდითაა“.

„მე ჩემს ძმასთან, საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან ახლოს ვარ“, – განაცხადა რომის პაპმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.