რომის პაპმა საშობაო მესის დროს მიგრანტებზე ისაუბრა. პონტიფიკოსმა ისინი მარიამსა და იოსებს შეადარა, რომლებიც ნაზარეთიდან ბეთლემში ჩასულები დასარჩენ ადგილს ვერ პოულობდნენ.
ფრანცისკეს თქმით, რწმენა ადამიანებს ავალდებულებს კარი გაუღონ უცხოელებს.
„დღეს იოსებისა და მარიამის გზას გადის მრავალი სხვა ადამიანი. ვხედავთ ოჯახებს, რომლებსაც არ აურჩევიათ სხვაგან წასვლა. ისინი აიძულეს, დაეტოვებინათ საკუთარი მიწა, ძვირფასი ადამიანები“, – განაცხადა რომის პაპმა.
პონტიფიკოსის თქმით, მწყემსებიც კი, რომლებმაც პირველებმა იხილეს ჩვილი იესო, „ბინძურ უცხოელებად“ მიიჩნეოდნენ, რომლებიც საზოგადოებამ გარიყა. მისივე თქმით, ჩვენს ეპოქაში დაუშვებელია ადამიანებმა ერთმანეთის რწმენა დაკარგონ და ასევე მოიქცნენ.
ეს პაპფრანცისკეს მეხუთე საშობაო მესაა. ლიტურღიას წმინდა პეტრეს ბაზილიკაში 10 000 მორწმუნე ესწრებოდა. კიდევ მრავალი კათოლიკე იყო შეკრებილი ბაზილიკის გარეთ წმინდა პეტრეს მოედანზე.