რომის პაპის განცხადებით, უკრაინაში არა სამხედრო ოპერაცია, არამედ ომია
რომის პაპის განცხადებით, უკრაინაში არა სამხედრო ოპერაცია, არამედ ომია

რომის პაპის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტი არის არა სამხედრო ოპერაცია, არამედ ომი.

„ბიბისის“ ინფორმაციით, კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა უარყო რუსეთის პოზიცია, რომ უკრაინაში „დემილიტარიზაციის“ მიზნით სპეციალური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს.

პაპ ფრანცისკეს თქმით, უკრაინა „წამებული ქვეყანაა“, სადაც „ცრემლის და სისხლის მდინარეები მოედინება“.