რომის პაპი - მსურს კიევში წასვლა, თუმცა მოსკოვში წასვლის პირობით, ან ორივე ქვეყანაში ჩავალ, ან არცერთში
რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ მზად არის, ჩავიდეს კიევში, თუმცა იმ პირობით, თუ მოსკოვშიც ჩავა. ამის შესახებ პონტიფიკოსმა არგენტინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„მსურს კიევში წასვლა, თუმცა მოსკოვში წასვლის პირობით. ან ორივე ქვეყანაში ჩავალ, ან არც ერთში“, – განაცხადა რომის პაპმა.
ამასთან, ფრანცისკეს თქმით, ამჟამად ის ვერ ჩავა მოსკოვში, თუმცა ეს შეუძლებელი არ არის.
„ვიმედოვნებ, რომ ამის განხორციელებას შევძლებთ, თუმცა არანაირი დაპირებები არ არის“,- განაცხადა პონტიფიკოსმა.
რომის პაპმა ასევე აღნიშნა, რომ ომამდე ვოლოდიმირ ზელენსკის ვატიკანში მასთან აუდიენციისთვის ჩასვლა შესთავაზა.
„თუმცა საბოლოოდ მან ვიზიტი გადადო დაბომბვის დაწყების შემდეგ და თქვა, რომ არ აუქმებს მას, არამედ გადადებს იმ მომენტამდე, ვიდრე საზღვარგარეთ მოგზაურობას შეძლებს“, – განაცხადა რომის პაპმა.